რუსეთში კრიპტოვალუტის აკრძალვასთან დაკავშირებით კვლავ მსჯელობენ

0
932

რუსეთის კრიპტო სექტორში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ეხებოდა აღშფოთება გამოიწვია.

აკრძალვის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი.

როგორც ცნობილია, 20 იანვარს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც განხილულია სამომავლო გეგმა.

გეგმის მიხედვით, რუსეთი კრიპტოვალუტის ვაჭრობისა და მაინინგის სრულ აკრძალვას აპირებს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ციფრული ვალუტისგან გამოწვეული რისკები ბევრად მაღალია განვითარებადი ბაზრებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის.

Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული აკრძალვა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის სექტორებს გაანადგურებს.

„ასეთი აკრძალვა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას აუცილებლად შეანელებს. ეს ტექნოლოგია აუმჯობესებს საქმიანობის მრავალი სფეროს ეფექტურობასა და უსაფრთხოებას”,- განაცხადა დუროვმა.

მან ისიც აღიარა, რომ მსგავსი ნაბიჯები ნებისმიერი ფინანასური მარეგულირებლისაგან მისაღებია, მაგრამ ეს არ შეაჩერებს კრიპტო თაღლითებსა და მის არაკეთილსინდისიერად გამომყენებლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი