რუსეთში კრიპტოვალუტის სექტორის რეგულირების საკითხი კვლავ გაურკვეველია

0
916

რუსეთში კრიპტოვალუტების მომავლის შესახებ არსებული გაურკვევლობის ფონზე კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუსეთის ბანკის პოტენციური მეთოდებზე ისაუბრა.

ანდრეი მიხაილიშინმა, ადგილობრივი კრიპტო გადახდის სტარტაპ Joys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი ახლა განიხილავს რამდენიმე პოტენციურ ვარიანტს, რათა შესაძლებელი გახდეს კრიპტო შეზღუდვები და საბოლოო ჯამში აკრძალვა.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes Russia აქვეყნებს.

შეზღუდვის ერთ-ერთი შესაძლო მეთოდი სადებეტო ბარათებით კრიპტოვალუტის ბირჟებზე გადახდების დაბლოკვას მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს დაბლოკვის მეთოდი რუსეთის ბანკის თანამშრომლებისგან შეიტყო.

აღსანიშნავი, რომ რუსულ მედიაში კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ დისკუსია არ წყდება. კამათი კვლავ ციფრული ვალუტის ბირჟების აკრძალვისა და ლეგალიზების შესახებ მიმდინარეობს.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას ითხოვს. მოტივი კი ფინანსური სტაბილურობის რისკები და ტრანზაქციების მზარდი მოცულობაა.

ამოქმედების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გასულ თვეში გაკეთებულ შენიშვნებს დაემთხვევა. მისი თქმით, კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველია. როგორც ცნობილია, საკონსულტაციო ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამზადებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი