ინდოეთის ფინანსთა მინისტრს გლობალური მარეგულირებელი სისტემის შექმნა სურს

0
825

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა საჯაროდ და მოუწოდა გლობალური კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემის შექმნისაკენ, რათა კრიპტოვალუტის უკანონო საქმიანობისთვის გამოყენება შეიზღუდოს.

მინისტრის ეს განცხადება, ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდებისა და ბანკების პანელზე გაკეთდა, რომელსაც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, რობერტო კამპოს ნეტო და სინგაპურის სავალუტო ორგანოს მმართველი დირექტორი, რავი მენონი ესწრებოდნენ.

ინდოელმა მინისტრმა სწორედ მათ მოუწოდა კრიპტოვალუტის ყოვლისმომცველი მარეგულირებელი სისტემის შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა შეიზღუდოს მსოფლიო მასშტაბით ტერორიზმის დაფინანასება და ფულის გათეთების პროცესები.

ნირმალა სითჰარამანის მოწოდების ფონზე ინდოელი მეწარმეები უკვე თითქმის ოთხი წელია ითხოვენ კრიპტო რეგულაციას. ამის მიუხედავად, ინდოეთის მთავრობამ შემოიღო უაღრესად საკამათო 30%-იანი კრიპტო გადასახადის კანონი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ რეგრესიულმა საგადასახადო კანონმა აიძულა რამდენიმე კრიპტო სტარტაპი და მეწარმე უფრო ხელსაყრელი იურისდიქციები ინდოეთის გარეთ მოეძებნათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი