რუსეთის ხელისუფლებასა და მედიაში კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ დისკუსია არ წყდება. კამათი კვლავ ციფრული ვალუტის ბირჟების აკრძალვისა და ლეგალიზების შესახებ მიმდინარეობს.
ამასთანავე, არსებობს რეგულაციასთან დაკავშირებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობებიც.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას ითხოვს. მოტივი კი ფინანსური სტაბილურობის რისკები და ტრანზაქციების მზარდი მოცულობაა.
ამოქმედების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გასულ თვეში გაკეთებულ შენიშვნებს დაემთხვევა. მისი თქმით, კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველია. როგორც ცნობილია, საკონსულტაციო ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამზადებს.
თუმცა, ანატოლი აქსაკოვმა, დუმის ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარემ, იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
„არსებობს ძალიან მკაცრი მიდგომა კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. არსებობს ასევე მიდგომა, სადაც განიხილება კრიპტოვალუტების ბირჟების არსებობა, სადაც ყველაფერი ლეგალიზებული, გამჭვირვალე და მარეგულირებელი ორგანოებისთვის გასაგები იქნება. რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს გაუადვილდება ასეთი ტრანზაქციების მონიტორინგი.“