კრიპტოვალუტების ფასები გაზრდილია

0
1219

სამშაბათს, 21 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 7%-ით მოიმატა და 48.820 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავა.

კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც მომატებულია.

დღეს კრიპტოვალუტამ 4.000 დოლარის დონე გადალახა. ალტკოინის კურსი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და ფასმა 4.011 დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ეთერიუმის ფასი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ალტკოინის დღევანდელი მაჩვენებელი ანალიტიკოსებისთვის იმედის მომცემია. ექსპერტების თქმით, შესაძლოა, ეთერიუმი 4.400 დოლარის დონეს წლის ბოლომდე დაუბრუნდეს.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.33%-ით, ხოლო ეთერიუმის კურსი 5.69%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 257 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი