ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს. როგორც ის ამბობს, მას მოსწონს კონკურენტული ვალუტა.
ამ საკითხთან დაკავშირებით რონ პოლმა CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ყოფილი კონგრესმენის განცხადებით, კრიპტოვალუტა ინოვაციაა, ხოლო მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ინოვაცია უკანონოდ არ იქნას გამოყენებული.
“მე მინიმალური რეგულაციის მომხმრე ვარ. ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის შექმნა უდიდესი იდეა იყო. თუმცა მე მხოლოდ ერთი წესი მაქვს: არანაირი თაღლითობა! ვფიქრობ, რომ მთავრობამ ამ დროს უნდა შეასრულოს თავისი რილო. თუკი არსებობს თაღლითობასთან დაკავშირებული ეჭვები ვფიქრობ, უნდა გამოიძიონ”,- განაცხადა რონ პოლმა.
რონ პოლის გარდა, კონგრესმენი ტომ ემერიც Blockchain ტექნოლოგიის და კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ამ ეტაპზე ის სამ კანონპროექტზე მუშაობს.
კანონპროექტების სახელწოდებებია: “რეზოლუცია ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ”, “Blockchain ტექნოლოგიის მარეგულირებელი აქტი” და “ციფრული ვალუტით გადასახადების გადახდის შესახებ აქტი”.
კანონმდებლობა ფოკუსირებულია Blockchain ტექნოლოგიის მხარდაჭერასა და განვითარებაზე, ასევე ციფრული ვალუტით საგადასახადო შეღავათების შექმნაზე.