ბრაზილიის კონგრესის წევრი კრიპტოვალუტის რეგულაციას ეწინააღმდეგება

0
1184

ბრაზილიის სამეფო ოჯახის შთამომავალი ლუის ფილიპ დე ორლეანს-ბრაგანზა, ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულაციის წინააღმდეგ გამოდის.

ორლეანს-ბრაგანზა, რომელიც ასევე არის დეპუტატი ბრაზილიის ეროვნულ კონგრესში, მონაწილეობს კომისიის სხდომებში, რომელსაც ევალება ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავება.

როგორც დეპუტატი ამბობს, კანონპროექტი კონგრესში უნდა განიხილებოდეს მაშინ, თუკი არსებობს მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება იმის მაგალითი, რომ სახელმწიფო ჩაერია ისეთ საქმიანობაში, რაც მას არ ეხება.

“კარგი რეგულაცია არის ის, რაც მომხმარებელთა მოთხოვნისგან მოდის. როდესაც მომხმარებელი დაზარალებულია და სახელმწიფოს დაცვისკენ მოუწოდებს”,- განაცხადა სამეფო ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში ბრაზილიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ აუცილებელია შეიქმნას კომისია, რათა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი მოგვარდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში ციფრული ვალუტის რეგულაცია აქტუალური საკითხია. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით G20-ის სამიტზე ბრაზილიას საკუთარი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რათა რეგულაციები ძალაში 2021 წლიდან შევიდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი