კოსოვოში უკანონო მაინინგის ფაქტები გამოვლინდა

0
674

კოსოვოს პოლიციამ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო მაინინგის ტექნიკა დააყადაღა.

კოსოვოს პოლიციამ მაინინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გაამკაცრა. გასული რამდენიმე დღის მანძილზე 300-ზე მეტი მაინინგის ტექნიკა იქნა ამოღებული.

განცხადების თანახმად, პოლიციამ ამოიღო 311 „ანთმაინერი“.

პოლიციამ ასევე დააკავა მძღოლი, რომელსაც 6 მაინინგის დანადგარი 42 გრაფიკული ბარათით აღმოაჩნდა. თუმცა მოგვიანებით გამოკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

ეკონომიკის მინისტრმა, არტანე რიზვანოლიმ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა:

„თვეში ათიათასობით ევრო იზოგება, რომელიც არის გადასახადის გადამხდელთა ფული. ეს კი კრიზისის დროს ასობით კოსოვოელი ოჯახისათვის დამატებით ენერგიას ნიშნავს”.

კოსოვოს მთავრობამ დეკემბერში, ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტის ფონზე, 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შემდეგ კი ეკონომიკის მინსტრმა, 5 იანვარს კრიპტო მაინინგის სრულ აკრძალვაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, კოსოვო მოხმარებული ენერგიის 40%-ს იმპორტით იღებს.

ჰოლანდიური საინფორმაციო პლატფორმა The Paypers-ის თანახმად, კრიპტო მაინინგი კოსოვოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა.

მიზეზი კი ის იყო, რომ სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებს ელექტრო ენეგია უფასოდ მიეწოდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი