რიპლი ყოველწლიურად Mercy Corps–ს 10 მილიონ დოლარს შესწირავს

0
1258

რიპლი განაგრძობს ციფრულ სექტორის განვითარებისთვის ზრუნვას.

ყოველწლიური Swell კონფერენციის დროს, რიპლიმ განაცხადა, რომ 10 მილიონი აშშ დოლარს Mercy Corps–ში გადარიცხავს, რათა დაეხმაროს კომპანიას ციფრული აქტივების გამოყენებაში განვითარებად ბაზრებზე ფინანსური ჩართულობისათვის.

Mercy Corps-ი არის არასამთავრობო, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია, რომლის მიზანია შექმნას ეკონომიკური შესაძლებლობები იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსური სისტემა არ მუშაობს გამართულად.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 220 მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა ჰუმანიტარული კონფლიქტისას გადარჩენაში.

განცხადების თანახმად, Mercy Corps-ი პარტნიორობას გაუწევს რიპლისა და მის არაკომერციულ RippleWorks-ს, რათა მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოიცავს ციფრულ აქტივებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებას.

სიტყვით გამოსვლისას, Mercy Corps-ის საწარმოების უფროსმა მმართველმა დირექტორმა, სკოტ ონდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა დაუცველი მოსახლეობა არ დარჩეს ციფრული ტექნოლოგიური რევოლუციის მიღმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი