Weiss Ratings-ი კრიპტო იპოთეკის რისკების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

0
883

ფლორიდაში დაფუძნებულმა კვლევითმა კომპანია Weiss Ratings-მა საზოგადოება კრიპტო იპოთეკის რისკებთან დაკავშირებით გააფრთხილა, რომლის მიზეზიც აშშ-ში არსებული ეკონომიკური კლიმატი გახდა.

კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო Milo-ს ციფრული საბანკო სტარტაპს მაიამიდან, რომელიც გირაოს სახით 30-წლიან იპოთეკურ სესხებს ბიტკოინის, ეთერიუმის ან სტაბილკოინების მხარდაჭერით სთავაზობს მომხმარებელს.

კომპანია ითხოვს ნულოვან განვადებას და მისი სესხის განაკვეთები 3,95%-დან 5,95%-მდე მერყეობს.

Weiss-ის ანალიტიკოსმა ჯონ მარკმენმა, ცოტა ხნის წინ, გამოაქვეყნა აგარიში, სადაც საზოგადოებას მსგავსი იპოთეკური სესხების აღების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამის მიზეზად კი ის აქციებისა და კრიპტოვალუტების ცუდ მაჩვენებელს, საპროცენტო განაკვეთების ზრდასა და ფედერალური სარეზერვო პოლიტიკის მოახლოებულ ცვლილებებს ასახელებს.

მისი ანალიზი უძრავი ქონებისა და კრიპტო ფასების ცვალებადობას ემყარება, რომელიც პირველ შემთხვევაში შეუქცევადად იზრდება, ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში ბიტკონის ფასი 40%-ითაა შემცირებული მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტამ გასულ წელს 66 000 დოლარს მიაღწია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი