ახალ ზელანდიას შესაძლოა, საკუთარი ციფრული ვალუტა ჰქონდეს

0
984

Power Finance-ი მომავალი წლის დასაწყისში ახალი ზელანდიის ციფრული დოლარის, სტაბილკოინის გაშვებას გეგმავს.

ახალ ზელანდიაში დაფუძნებული ფინანსური მომსახურების კომპანია, Power Finance-ი გეგმავს ახალი ზელანდიის დოლარის “მსოფლიოში პირველი” ციფრული ვერსიის ამოქმედებას. მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედებულ ამ ციფრულ ვალუტაში გამოყენებული იქნება Distributed Ledger Technology.

Power Dollar-ის წარმოებაში მთავრობა მონაწილეობას არ იღებს. იდეა კერძო კომპანიას ეკუთვნის. თუმცა ერთჯერად სუფსიდირებას მაინც გაუწევს ზელანდიური დოლარით სახელმწიფო, შიდა შემოსავლების სამინისტროდან საგადასახადო გაერთიანების გავლით.

კომპანიას ხელმძღვანელობს PwC საბანკო და კაპიტალის ბაზრების ყოფილი პარტნიორი, დეივ კორბეტი და მას ასევე მხარს უჭერს ბრიტანული საინვესტიციო ფირმა Centrality Ventures-ი.

DLT სმარტ პირადობის ტექნოლოგიასთან ერთად, ყველა ვალუტის მფლობელის პირადობის დადასტურება და ოპერაციების დაფიქსირება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და თაღლითობის აღკვეთას.

კორბეტმა თქვა, რომ ახალი ვალუტა შეიქმნა მოქმედი რეგულაციების შესაბამისი ფუნქციონირებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი