სამხრეთ კორეის ბირჟებმა მარეგულირებლის მოთხოვნის შესრულება დაიწყეს

0
805

მსხვილი სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟები, მათ შორის Upbit-ი, Bithumb-ი და Korbit-ი Coinone-ის მსგავსად საფულეების შემოწმებას იწყებენ.

Coinone-მა განაცხადა, რომ უარს იტყოდა დეპოზიტებზე გადაუმოწმებელი კერძო საფულეებიდან 2022 წლის 24 იანვრიდან, ფულის გათეთრების რისკის შესამცირებლად. კორეის ყველა ბირჟამ, მათ შორის Upbit-მა, Bithumb-მა, Korbit-მა და კიდევ 20-მა სხვამ, სავარაუდოდ გადაწყვიტეს მიებაძათ Coinone-ისთვის და მიეღოთ იდენტური ან მსგავსი ზომები.

თუმცა მათი ძალაში შესვლა უფრო მოგვიანებით, დახლოებით მარტის ბოლოსათვის დააანონსეს.

ქვეყნის მთავრობამ დააწესა ვადა ბირჟებისთვის, რათა ზუსტად თვალყური ადევნონ მონეტების ტრანზაქციას პლატფორმებზე.

სამხრეთ კორეის Blockchain ინდუსტრიის ანალიტიკოსმა, Jun Hyuk Ahn-მა მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბირჟები ახლა ამ სამუშაოს ატარებენ, რათა მარეგულირებლის მოთხოვნები სრულად იყოს დაკმაყოფილებული.

„ყველა კორეის ბირჟას მოუწევს გარკვეული წესების შემუშავება, რადგან სწორედ ამ დრომდე მთავრობამ დააწესა მათთვის ვადა. Coinone-მა ეს უბრალოდ პირველმა გააკეთა”,- აღნიშნა Jun Hyuk Ahn-მა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი