კალიფორნიის უნივერსიტეტმა რიპლით 25 მილიონი დოლარის დონაცია მიიღო

0
1968

რიპლის სან-ფრანცისკოს ტექნოლოგიების კომპანიის თანადამფუძნებელმა კრის ლარსენმა და მისმა მეუღლემ ლინა ლამმა კალიფორნიის უნივერსიტეტისთვის რიპლით 25 მილიონი დოლარის შემოწირულობა განახორციელეს.

კრის ლარსენმა და ლინა ლამმა 25 მილიონი დოლარი სან-ფრანცისკოის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს კოლეჯში RippleWorks-ის მეშვეობით გადარიცხეს. ეს არის კერძო ფონდი, რომელიც სხვადასხვა პროექტისთვის მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ეს თანხა განკუთვნილია იმ სტუნდეტებისთვის, რომლებიც გლობალურ სამეწარმეო და ფინანსურ ეკოსისტემებს სწავლობენ. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმცაციის თანახმად, შემოწირულობა არის ყველაზე დიდი დონაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლოს დროს განხორციელებულა.

“ეს ინოვაციური საჩუქარი ბიზნესის კოლეჯს გამოადგება განვითარებისთვის. კრის ლარსენი და ლინა ლამი ინოვატორები არიან, ხოლო მათი საჩუქარი შემოქმედებითი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა მომავალ თაობას, მომავალ ლიდერებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება”,-განაცხადა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლესლი ვონგმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა რიპლისთან ერთად Blockchain-ის კვლევის პროგრამა დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი