რიპლის ახალი ინიციატივა სტარტაპებისთვის იქნება განკუთვნილი

0
2795

რიპლიმ დაიწყო ახალი ინიციატივაზე მუშაობა. ინიციატივას ასე ეწოდება: Xpring-ი. Xpring-ი მეწარმეებს საშუალებას მისცემს რიპლის ტოკენისა და ლეჯერის გამოყენებით ინვესტიციები და გრანტები განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის ქსელის შემქმნელი, უკვე ყოფილი დირექტორი ეთან ბეარდი Xpring-ის და რიპლის განვითარების პროგრამის ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

ეთან ბეარდის თქმით, რიპლის სიჩქარე და მასშტაბი არის კარგი შესაძლებლობა მცირე ბიზნესისა და სტარტაპ პროექტებისთვის.

გასულ კვირას, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მონაწილეობდნენ რიპლის xRapid პლატფორმის პილოტში, ამბობდნენ, რომ ტრანზაქციების სიჩქარე გაუმჯობესებული იყო. ხოლო, გადარიცხევისას მოხდა 40-70%-ის დაზოგვა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით საბანკო სფერო რიპლის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილია.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ბანკი Woori აპირებს უკვე ამ წლიდან ტრანზაქციები რიპლით განახორციელოს.

ამერიკული საბანკო ჯგუფი Santander-ი კი პარტნიორობას რიპლისთან გეგმავს. როგორც ცნობილია, პარტნიორობის მიზანია საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა რიპლის Blockchain xCurrent და RippleNet პლატფორმების გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი