ისრაელის ბრილიანტების ბირჟა საკუთარ ციფრულ ვალუტას ქმნის

0
1936

ისრაელის ბრილიანტების საფონდო ბირჟა საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი აქვეყნებს.

კრიპტოვალუტა ბრილიანტებით იქნება გამყარებული. როგორც ცნობილია, საფონდო ბირჟა ორი ტიპის ციფრულ ვალუტას გამოუშვებს: Carat-ი, რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადოებისა და ინვესტორებისათვის და Cut-ს, რომელსაც დილერებთან გამოიყენებენ. Cut-ი უკვე ერთი კვირაა, რაც მიმოქცევაში გაეშვა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე კრიპტოვალუტა Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

“ეს უნდა იყოს იმაზე მიმზიდველი ვიდრე, 1400 კრიპტოვალუტა, რომლებიც გლობალურად არსებობს”-განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

ამ პროექტმა შესაძლოა სკეპტიკოსები, რომლებიც ციფრული ვალუტის რეგულაციას მოითხოვენ დაარწმუნოს მის საიმედოობაში.

ისრაელის ბრილიანტების ბირჟის კომპანიამ ბოლო დღეებში “get.diamonds”-ის ინდექსის ჩვენება დაიწყო, რომელიც მომხმარებელს ბაზრის რყევასა და სტაბილურობის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი