ბოლო წლების განმავლობაში რეგულირების საჭიროება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა კრიპტოვალუტების გარშემო.
ხშირად პრეტენზიები საკმაოდ მისაღები და მარტივად გასაგებიცაა. ამიტომაც ფინანსური სერვისების კომპანია – New York Digital Investment Group-მა (NYDIG) ჩაატარა კვლევა იმის გამოსამჟღავნებლად, თუ რამდენად მოქმედებს სამთავრობო რეგულაციების დაწესებს ბიტკოინის ფასზე.
NYDIG სწავლობდა ბიტკოინის ფასებს რეგულარული ინტერვალებით, მარეგულირებელი მოვლენების შემდეგ, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ციფრული ვალუტების დაბეგვრაზე, ბუღალტრულ აღრიცხვასა და გადახდებზე, ისევე როგორც გადაწყვეტილებებს სერვისის პროვაიდერებისა და თავად ციფრული ვალუტების კანონიერების შესახებ.
კვლევამ შეისწავლა ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და აზია 2011 წლის 30 სექტემბრიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში.
კვლევაში განხილული მარეგულირებელი მოვლენების რაოდენობა ამერიკა ჩინეთის შემთხვევაში ასე გადანაწილდა: ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში საშუალოდ 17 საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდებოდა კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით, ხოლო ჩინეთში 10.
ამერიკაში ბიტკოინის ფასი აბსოლუტური მაჩვენებლებით გაიზარდა 160,4%-ით მარეგულირებელი მოვლენებიდან 365 დღის შემდეგ, ხოლო შედარებითი თვალსაზრისით 32,3%-ით. ევროპაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 180.1% და 52.0% იყო. აზიაში, ჩინეთის გარდა, მაჩვენებლები იყო 116.9% და 11.2%.