ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი კრიპტო მომსახურეობის მიმწოდებლების ლიცენზირებას განიხილავს

0
1418

კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებლები უახლოეს მომავალში ნიდერლანდების ცენტრალური ბანკისგან მიიღებენ ლიცენზიას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიური საინფორმაციო სააგენტო DeTelegraaf-ი ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ ღონისძიება განხორციელდება იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფულის გათეთრებისთვის ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის ციფრული ვალუტის გამოყენების შემთხვევები.

ლიცენზიის მისაღებად პროვაიდერებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან მათი მომხმარებლები და ამასთანავე, ონალიან რეჟიმში უნდა იღებდნენ ინფორმაციას ნებისმიერი ოპერაციის შესახებ. ყველა მონაცემის დამუშავებასა და მონიტორინგს ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს.

ბირჟების ლიცენზირებას დიდ ყურადღებას აქცევს იაპონიაც. იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს ვიცე-კომისარმა, კიოტაკა სასიკიმ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ სააგენტო 30-კაციანი ჯგუფის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟების ზედამხედველობას ახორციელებდა. ჯგუფის საქმიანობას კი მოიცავდა სალიცენზიო განაცხადების განხილვაც.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის საერთაშორისო დონეზე დარეგულირების მომხრეა. ამასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში განსახილველად შეიტანა წინადადება, რომელიც ადგილობრივი სავაჭრო პლატფორმებისა და კრიპტოვალუტის მომსახურეობის ოფიციალურად დარეგისტრირებას გულისხმობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი