პუერტო-რიკო კრიპტოვალუტის ბიზნესის განვითარებისთვის მომგებიანი ადგილია

0
1098

აშშ-ში დაფუძნებული კომპანიების ინტერესი პუერტო-რიკოს მიმართ იზრდება. ეს კი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კომპანიები პუერტო-რიკოში ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან.

ადგილობრივი კანონის 22-ე შესწორების თანახმად, ისინი, ვინც პუერტო-რიკოში ცხოვრობენ მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლდებიან გადასახადებისაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ კრიპტო ან სხვა ტიპის ინვესტიციების უმეტესი ან მთლიანი მოგება.

ის რომ, პუერტო-რიკო ციფრული ვალუტის ბიზნესისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა ამას უკვე არაერთი ინვესტორი აღნიშნავს.

ამ წლის დასაწყისში ვლოგერი და CryptoZoo-ს დამფუძნებელი, ლოგან პოლი საცხოვრებლად კუნძულზე გადავიდა.

Time Magazine-ს ლოგან პოლმა განუცხადა, რომ პუერტო-რიკოზე გადასვლის მთავარი მიზეზი გადასახადებისაგან თავისუფალი ზონა იყო.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ბიზნესებს შორის, რომლებიც ბოლო წლებში პუერტო-რიკოში გადავიდნენ, არიან ჰეჯ-ფონდი Pantera Capital-ი ნიუ-იორკიდან და ტოკენების ბაზარი SuperRare-ი სილიკონის ველიდან.

საფინანსო სექტორის უფრო ტრადიციული წარმომადგენელი, როგორიცაა ჯონ პოლსონი, ასევე პუერტო-რიკოს რეზიდენტი გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი