ნიუ-იორკის მერი ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ კეთილგანწყობილია

0
875

ნიუ-იორკის მერი ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს აკეთებს.

ნიუ-იორკის ახლად დანიშნული მერი, ერიკ ადამსი თავის გავლენას უკვე იყენებს, რათა საჯაროდ ისაუბროს ბიტკოინის ფასის ბოლო ვარდნის შესახებ.

CNBC-ის პოდკასტ Squawk Box-თან ინტერვიუში, ადამსმა თქვა, რომ ნიუ-იორკის მერის პოზიციაზე პირველი ხელფასი ციფრულ ვალუტაში ჯერ არ მიუღია. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს ნიუ-იორკის ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ცენტრად გადაქცევა.

პოდკასტის წამყვანმა ენდრიუ როს სორკინმა გამოთქვა შეშფოთება გასული პარასკევის ფასის ვარდნის გამო. თუმცა ახალმა მერმა უპასუხა:

”როდესაც ფასები მცირდება, ზოგჯერ ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ყიდვისათვის, რადგან ფასი ისევ გაიზრდება და თქვენ მიიღებთ კარგ მოგებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ Blockchain-ი, ბიტკოინი და ყველა სხვა ტექნოლოგია. მე მინდა, რომ ნიუ-იორკი ამ ტექნოლოგიების ცენტრი გახდეს.”

შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით Blockchain ტექნოლოგიის, ერიკ ადამსის წინა საარჩევნო დაპირება იყო. იგი მოსახელობას ასევე დაჰპირდა კიბერუსაფრთხოების, თვითმართვადი მანქანებისა და დრონების ცენტრს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი