მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანის სახელმწიფო ბანკი (SBP) ყველა ადგილობრივი კრიპტო ტრანზაქციის აკრძალვას ცდილობს.
პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ კრიპტოვალუტების ლეგალურ სტატუსთან დაკავშირებით მოსმენა გამართა, რომელშიც პაკისტანის რამდენიმე სახელმწიფო ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოსმენაზე ითქვა, რომ ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი არაკანონიერია და მისი გამოყენება ვაჭრობისათვის, არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.
ადგილობრივი საინფორმაციო არხის Samaa TV-ს ცნობით, დოკუმენტში ჩამოთვლილია 11 ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი და საუდის არაბეთი, რომლებმაც კრიპტოვალუტები სრულად აკრძალეს.
პაკისტანის ცენტრალურმა ბანკმა სასამართლოს მოუწოდა არამხოლოდ აეკრძალა კრიპტოვალუტის ბიზნესის საქმიანობა, არამედ კრიპტო ბირჟებისათვის ჯარიმებიც დაეკისრებინა.
SBP-მ ასევე წარმოადგინა კრიპტოვალუტის ბირჟების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების მაგალითები, რომელსაც ფედერალური საგამოძიებო სააგენტო (FIA) აწარმოებდა. საუბარი იყო ინვესტორების დაცვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე.
FIA-მ იანვრის დასაწყისში დაიწყო კრიმინალური გამოძიება Binance-ის წინააღმდეგ, რომელიც ბირჟისა და რეგიონში მრავალმილიონიანი კრიპტო თაღლითობას შორის შესაძლო კავშირშს გულისხმობდა.
მიუხედავად იმისა, რომ SBP-ი რეკომენდაციას უწევს კრიპტო ტრანზაქციების აკრძალვას უმაღლეს სასამართლოს საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.