კრიპტოვალუტების ფასების შემცირების გამო Galaxy Digital-მა 136 მილიონი დოლარი დაკარგა

0
1281

მაიკ ნოვოგრაცის კრიპტოვალუტის საინვესტიციო კომპანიამ Galaxy Digital-მა 136 მილიონი დოლარი დაკარგა. ეს მონაცემები 2018 წლის პირველი სამი კვარტლის შეჯამებით არის მიღებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის მონაცემებით, მესამე კვარტალში Galaxy Digital-ის დანაკარგებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა წინა კვარტლების მონაცემებთან ერთად საერთო დანაკარგი 136 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე რეკორდულად შემცირდა ფირმის სააქციო კაპიტალის ფასიც.

ამ წლის დასაწყისში დაარსებული კომპანია დანაკარგებს ბიტკოინის, რიპლისა და ეთერიუმის ფასის ვარდნას უკავშირებს.

თუმცა, ფირმის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი სიტუაციას მაინც ოპტიმისტურად უყურებს. ის მიიჩნევს, რომ 2019 წელს კრიპტოვალუტების კურსი შეიცვლება. ნოვოგრაცი ციფრული ვალუტების ფასების ცვლილებას ინსტიტუციონალური ინვესტორების გააქტიურებას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ნოვოგრაციმ ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუკი ციფრული ვალუტა 6.900 დოლარის ზღვარს დასძლევდა მაშინ კურსის მატება გარდაუვალი იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი