25 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1084

პარასკევს, 25 სექტემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10.710 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 10.745 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 10.728 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი სულ მცირედიდ არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: მსგავსად ბიტკოინისა, ეთერიუმის ფასიც ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამჟამად, ალტკოინის ფასი ნიშნული 350 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული თითქმის 2.8%-ით არის გაზრდილი.

გუშინ კი ეთერიუმის კურსი 340 დოლარის ფარგლებში მოძრობდა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 351 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი ასევე 349 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 342.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი