დენიელ ლარიმერი ახალი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს

0
1612

კრიპტოვალუტა EOS-ის დამაარსებელი დენიელ ლარიმერი ახალი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ მან Telegram-თან განაცხადა.

ამ ეტაპზე ლარიმერის გეგმები ცოტა ბუნდოვანია. ის გეგმავს, რომ დეცენტრალიზირებული ტოკენი შექმნას, რომელსაც ვალუტის ფუნქციაც ექნება.

ახალ კრიპტოვალუტაზე საუბრისას ლარიმერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კუთხით ახალი ციფრული ვალუტა გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტების იქნება, ვიდრე EOS-ი არის.

უნდა აღინიშნოს, რომ დენიელ ლარიმერი გარდა EOS-სა, რამდენიმე Blockchain პროექტის ავტორიც არის.

“დენ ლარიმერი უკვე მუშაობს თავის მომდევნო პროექტზე … რომელიც “ჟღერადობაც” ბიტკოინის მსგავსია. თუმცა ახალი ციფრული ვალუტის შექმნას ბევრი რესურსი და ტრადიციული ფული სჭირდება”,- აღნიშნა Twitter-ის კრიპტო მომხმარებელმა WhalePanda-მ.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ჩამონათვალში რიგით მე-6 კრიპტოვალუტის, EOS-ის კურსი გუშინ 3 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია კი დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი