მიანმარის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტით ვაჭრობას კრძალავს

0
1228

მიანმარის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიპტო ტრეიდერების დაჯარიმება ან დაკავება შესაძლებელია.

საქმე ეხება იმას, რომ ქვეყნაში ციფრული ვალუტით ვაჭრობა ლეგალიზებულ საქმიანობად არ მიიჩნევა.

Myanmar Times– ის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 15 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ უფლება ციფრული ვალუტით გარიგებები აწარმოონ.

ბანკის განცხადებაში საუბარია ისეთ კრიპტოვალუტებზე, როგორიც არის: ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაიტკოინი. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული ციფრული ვალუტით ვაჭრობას რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი აქტივებით ვაჭრობამ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება გამოიწვიოს.

მიანმარის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ იგი არ ცნობს კრიპტოვალუტას, როგორც ოფიციალურ ვალუტას და ნებისმიერ მსურველს, ვინც ციფრული აქტივებით ვაჭრობს გარკვეულ სანქციებს დაექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივი კრიპტო ენთუზიასტები აცხადებენ, რომ ეს განცხადება ფორმალურ ხასიათს ატარებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი