Microsoft-ი Blockchain-ის გამოყენებას იწყებს

0
1475

Windows ოპერაციული სისტემა და office პროგრამების ნაკრები ყოველთვის იყო ინტერნეტ მეკობრეების მსხვერპლი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Microsoft-ი, ორივე პროდუქტის შემქმნელი, ბევრს მუშაობს მეკობრეობის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად.

კომპანიის კვლევითი დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში აღნიშნულია, რომ რედმონდში დაფუძნებულმა კომპანიამ შეისწავლა Blockchain-ზე დაფუძნებული წამახალისებელი სისტემა მეკობრეობის წინააღმდეგ კამპანიების გასაძლიერებლად.

აღნიშნული კვლევის სათაური ცხადყობს კიდეც პროექტის მიზანს: “სრულად გამჭვირვალე წამახალისებელი სისტემა მეკობრეობის საწინააღმდეგო კამპანიებისთვის”. Microsoft-ის ახალი სისტემა ეყრდნობა Blockchain ტექნოლოგიის გამჭვირვალობის ასპექტს.

პროგრამა იმუშავებს ჩაშენებულ ეთერიუმის Blockchain-ზე და ორიენტირებული იქნება მოსახლეობიდან შეგროვებული ინფორმაციის დაცვაზე.

”ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც განაწილებული სისტემის პრობლემას. განხორციელებისას ჩვენ გადავლახავთ გარდაუვალ დაბრკოლებებს, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება სრული გამჭვირვალობის ფონზე.

სისტემას ასევე აქვს წამახალისებელი დამცავი გარანტიები, რათა თავიდან აიცილოს ინფორმატორმა ერთი და იგივე შინაარსის შეტყობინება, რომელიც შესაძლებელია, სხვადასხვა მეტსახელით იყოს გამოგზავნილი”,- აღნიშნულია Microsoft-ის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი