მალაიზია შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კვლევისა და განვითარების პროგრამას იწყებენ.
Bank Negara Malaysia-მ, მალაიზიის ცენტრალურმა ბანკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ CBDC-ს კვლევის დაწყების გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, მათ ჯერ არ აქვთ განსაზღვრული, თუ როგორ წარმართავენ ამ პროცესს.
ბანკის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ისეთი სახის სტაბილკოინის კვლევაზე რომელიც „კონცეფციის დადასტურებისა და ექსპერიმენტებზე“ იქნება ორიენტირებული. მან ასევე დასძინა, რომ ეს კვლევა ქვეყნის ტექნიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობეს გააძლიერებს.
ამჟამინდელი კვლევითი ძალისხმევის სავარაუდო მიზეზი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეყანა მზადაა სტაბილკოინის პროგრამის დასაწყებად.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მალაიზია სამხრეთ აფრიკასთან, ავსტრალიასთან და სინგაპურთან თანამშრომლობდა, რათა შეემუშავებინა კონცეფციის დამადასტურებელი CBDC პილოტი სახელწოდებით, Project Dunbar-ი.
პროექტ Dunbar-მა გამოიყენა Corda და Quorum Blockchain პლატფორმები r3-დან და ConsenSys-ისგან საერთაშორისო ფულადი გზავნილების სხვადასხვა შესაძლებლობის დემონსტრირებისთვის.