ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტის რეკლამის შესახებ ახალ რეგულაციებს აწესებს

0
878

ესპანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა, Comisión Nacional del Mercado de Valores (CNMV) ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა, რომელიც ციფრული ვალუტის რეკლამას შეეხება.

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 17 თებერვლიდან შევა ძალაში, კრიპტო რეკლამები მკაფიო და დაბალანსებული უნდა იყოს.

ასევე ახალი წესების თანახმად, რეკლამის განმთავსებელს ევალება, რომ 10 დღით ადრე შესაბამის ორგანოს აცნობოს. ვადის ამოწურვის შემდეგ კი CNMV გაუწევს რეკომენდაციას მომდევნო განთავსებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე საბუთების შევსება საჭირო არ იქნება.

წესები კრიპტო სერვისის პროვაიდერებზე ვრცელდება, რომლებიც რეკლამას დამოუკიდებლად ან პროვაიდერების მეშვეობით აწარმოებენ.

CNMV ასევე სთხოვს რეკლამის განმთავსებლებს, რომ რეკლამებს კრიპტოვალუტის შესახებ ცნობები დაამატონ. მაგალითად ის, რომ ციფრული ვალუტა რისკის შემცველია.

ასევე რეკლამებში მეტი ინფორმირებულობისთვის სხვადასხვა საინფორმაციო ბმული უნდა იყოს წარმოდგენილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი