Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი და მულტიმილიონერი, მაიკ ნოვოგრაციმ CNBC Squawk Box-სთან ინტერვიუს დროს PayPal-ზე ბიტკოინის დამატების დეტალებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”ვფიქრობ, გარკვეულწილად მთელ მსოფლიოს ესმის ის, რასაც “”ვოლსტრიტზე” ჩურჩულებენ“-, თქვა ნოვოგრაცმა ინტერვიუში PayPal-ის ბოლოდროინდელი სიახლეების შესახებ, რომელიც აშშ-ში დეპოზიტების სისდიდით რიგით 30-ე კომპანიაა. მისი აქტივი 346 მილიონ დოლარს შეადგენს.
PayPal-ი აპირებს, დაამატოს ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი თავის ქსელში, დაახლოებით 2021 წელს. ამ გეგმების გამოცხადების შემდეგ, ბიტკოინის ფასის ზრდა დაფიქსირდა.
”მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახავთ ამ ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის შეცვლას”, – აღნიშნა მაიკ ნოვოგაციმ.
PayPal-მა დომენის სატესტო ვარიანტის გამოსაცდელად დაიქირავა Paxos-ი რომელიც არამხოლოდ PAX-ის შვილობილი კომპანიაა და მომსახურებას უწევს ამერიკის ყველაზე სანდო კრიპტოვალუტის ბირჟებს და სავაჭრო ფონდებს, ასევე ითავსებს სხვა მოვალეობებსაც: მაგალითად, როგორიცაა მეურვეობა ბირჟაზე წარმოდგენილი ახალგაზრდა კომპანიებისათვის.
მაიკ ნოვოგრაცი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მიღების დაჩქარება და ფასის ზრდაც, გარკვეულწილად, კოვიდ ვირუსმა განაპირობა.