მაიკლ სეილორი: ბიტკოინი ფიზიკურ საკუთრებაზე უკეთესია

0
989

MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბიტკოინის გულშემატკივარმა მაიკლ სეილორმა გააორმაგა ბიტკოინის მხარდაჭერა, როცა ავსტრალიის კრიპტო კონვენციის დროს განმარტა ფიზიკური თვისებების ღირებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ოქრო, კომპანიის აქციები, კაპიტალი და უძრავი ქონება.

მუშაობის დადასტურების (PoW) კონსენსუსის მექანიზმზე საუბრისას, სეილორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიტკოინს მხარს უჭერს 20 მილიარდი დოლარის საკუთრების მაინინგ აპარატურა და 20 მილიარდი დოლარის ენერგია.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ ტრადიციული აქტივები, როგორიცაა ოქრო და უძრავი ქონება, საკმაოდ რთულ და კომპლექსურ ბიუროკრატიულ ბარიერებთანაა დაკვშირებული.

„თუ თქვენ გაქვთ ქონება აფრიკაში, არავის მოუნდება მისი დაქირავება, თუკი ლონდონში ცხოვრობთ. თუმცა თუ თქვენ გაქვთ მილიარდი დოლარის ბიტკოინი, შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიიღოთ მისგან სარგებელი”,- განაცხადა MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სეილორმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა მაღალი ტექნიკური ხარჯები და გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკური ქონების ფლობასთან და მემკვიდრეობასთან გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ბიტკოინის შემთხვევაში არ არსებობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი