სამხრეთ კორეამ შესაძლოა, Metaverse-ისთვის სპეციალური კანონები აამოქმედოს

    სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ICT-ის სამინისტრომ (MSIT) გამოავლინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ტრადიციული კანონების დაწესების მაგივრად გადავიდეს Metaverse-ის შემუშავებასა და ვიდეო თამაშების განვითარებაზე.

    ამასთან დაკავშირებით, სამინისტრომ გადაწყვიტა გამოეცა ახალი გაიდლაინები ეკოსისტემის ზრდის სტიმულირებისთვის.

    სამხრეთ კორეის ინტერესი Web3-ისა და Metaverse-ის ეკოსისტემების გარშემო, 200 მილიონი დოლარის ინვესტიციითაც დასტურდება, რომელიც მან შიდა Metaverse-ის შესაქმნელად განახორციელა. ამ ძალისხმევის პარალელურად, MSIT-მა დაადგინა, რომ ძველი რეგულაციების დაწესება ახალი ეკოსისტემების ზრდის შემაკავებელია.

    მონაცემთა ეროვნული პოლიტიკის კომიტეტის პირველ შეხვედრაზე MSIT-მა აღნიშნა, რომ დისკუსიები Metaverse-ის ვიდეოთამაშად დასახელების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

    სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ახალი ინდუსტრიები, მათ შორის Metaverse-ი, ავტონომიური მართვის და OTT ნაკადის პლატფორმები, ითხოვენ ახალი რეგულაციების ფორმირებას.

    რაც შეეხება კონკრეტულად Metaverse-ს, MSIT-მა გამოთქვა შეშფოთება საწარმოო ზრდის შეფერხების შესახებ, სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლის არარსებობის გამო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *