ანალიტიკოსები: ლაიტკოინის კურსი 2017 წლის ნიშნულთან საკმაოდ ახლოს არის

0
1604

ტრეიდერებს, ვისაც 2017 წელს ლაიტკოინის შეძენა სურდათ ახლა მეორე შანსი ეძლევათ.

რამდენიმე ციფრული ვალუტის კურსი შემცირდა. ეს კი საფუძვლიან ეჭვს აღძრავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ძველ ნიშნულს უბრუნდება.

ზოგიერთი კრიპტოვალუტის ფასი იმდენად დაეცა, რომ 2017 წლის შუა რიცხვებში დაფიქსირებული ფასის დაბალ მაჩვენებელს თითქმის გაუტოლდა.

თუმცა ექსპერტები დაინტერესებულ პირებს აფრთხილებენ, რომ შესაძლებელია ამ მაჩვენებელმა პიკს ვეღარასოდეს მიაღწიოს, როგორც ეს 2017 წლის შემდეგ მოხდა.

CoinMarketCap-ის თანახმად, 2017 წლის 11 ივნისს ლაიტკოინი დაახლოებით 33 დოლარი ღირდა. მისი ამჟამინდელი მონაცემი კი ოდნავ უფრო მაღალია. ეს არის მკვეთრი განსხვავება მისი ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლისგან, რომელიც 365 აშშ დოლარს შეადგენს.

29 სექსტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით კი, ლაიტკოინის კურსი 45 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი