კუბაზე კიდევ ერთი კრიპტოვალუტის ბირჟა იხსნება

0
1373

იტალიელ-კუბელი ინვესტორი კუბაზე დეცენტრალიზებულ ბიტკოინის ბირჟას აფუძნებს, მაგრამ გლობალურმა რეგულაციებმა შესაძლოა, ბირჟის გახსნას პრობლემები შეუქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბიზნესის უმეტესობა კუბაზე არ ფუნქციონირებს რეგულირების ბუნდოვანებისა და აშშ-ს სანქციების გამო მარიო მაზოლამ მაინც შეძლო ბირჟის ოფიციალურად დარეგისტრირება.

Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის საინფორმაციო საშუალებამ Decrypt–მა 23 აპრილს განაცხადა, რომ მაზოლამ ამ თვის დასაწყისში ბიტკოინით ვაჭრობა უკვე დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ კუბაზე ციფრული ვალუტის პირველი ბირჟის გახსნის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა.

ქვეყნის ციფრული ვალუტის პირველ ბირჟას Fusyona ჰქვია.

პლატფორმა კლიენტებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ტრანზაქციები კრიპტოვალუტით განახორციელონ.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ბირჟაზე ცხრა სხვადასხვა კრიპტოვალუტაში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება.

“უცხოელებისთვის ციფრული ვალუტა ვაჭრობის კიდევ ერთი საშუალებაა. თუმცა კუბელებისთვის, ეს აუცილებლობაა და შეიძლება პასუხიც კი იყოს გლობალური ფინანსური ბაზრისგან განცალკევებულ არსებობაზე”,- განუცხადა ამერიკულ მედიას კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუნძებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი