ანალიტიკოსები: რიპლიზე ვაჭრობა 0.58 დოლარის დონეზე არის მისაღები

0
1790

რიპლის კურსი მერყეობას განაგრძობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 0.56 დოლარს შეადგენს. რიპლი ისევ აგრძელებს 0.42-სა და 0.63 დოლარს შორის მოძრაობას. 30 სექტემბერს არსებობდა იმის შანსი, რომ ამ პოზიციიდან გამოსულიყო, თუმცა რიპლიმ ეს ვერ მოახერხა.

პირველ ოქტომბერს რიპლიზე ვაჭრობა 0.58 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.60 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნული 0.53. გუშინ, რიპლიზე ვაჭრობა 0.57 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები რიპლიზე ვაჭრობას 0.58 დოლარზე რეკომენდირებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.42 დოლარის ნიშნულამდე დაიწიოს. ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ პოზიციები 0.42 დოლარის ნიშნულზე შეინარჩუნონ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: კრიპტოვალუტა კვლავ 49-სა და 69 დოლარს შორის მოძრაობს. ამჟამად, ლაიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს და ფასი 61 დოლარზე ფიქსირდება.

გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 61 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ხოლო, ლაიტკოინის ყველაზე დაბალი ნიშნული 59 დოლარზე დაფიქსირდა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა კი 60 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაიწევს მოსალოდნელია, რომ ფასი 49 დოლარამდე შემცირდეს. თუმცა, თუკი ლაიტკოინი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი დონე 69 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი