ტომ ლი: ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

0
1651

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინმა ზრდის ტენდენცია განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ინტერვიუში ლიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინს თავისი ღირებულების 90% უკვე დაკარგული ჰქონდა. ახლა კი დროა, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. ტომ ლიმ ასევე განაცხადა, რომ ინვესტორების ნაწილმა დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტა 2018 წლის დასაწყისში გაყიდა. თუმცა მან იქვე დაამატა, რომ ახლა ზუსტად ეს ინვესტორები ცდილობენ პოზიციების დაბრუნებას.

მარტის თვეში ტომ ლიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ზაფხულში ბიტკოინის კურსი გაიზრდებოდა. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მისი ნათქვამი მართალი გამოდგა.

CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ლი აღნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას აგვისტოს თვეში დაიწყებს. მისი განცხადებით სწორედ ამ დროს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შეიცვლება.

“თუკი ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარზე მაღლა აღმოჩნდება ეს აუცილებლად ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში მოხდება. ბიტკოინის ფასი აუცილებლად გაიზრდება, თუმცა მას ამისთვის 4-5 თვე სჭირდება”, -განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა 4.000 დოლარის ნიშნულის დაძლევა აპრილში მოახერხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი