ტიმოთი პეტერსონი: შემოდგომაზე ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს

0
1304

ანალიტიკოსი ტიმოთი პეტერსონი აცხადებს, რომ აგვისტოს შემდეგ ბიტკოინის ფასი აღარ დაიკლებს.

მისი თქმით, შემოდგომაზე კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს. თუმცა მანამდე, ზაფხულში მოსალოდნელია კურსის დაცემა.

ტიმოთი პეტერსონის თქმით, ზაფხულში შესაძლოა, ბიტკოინის ფასის ნიშნული 10.000 დოლარის დონეს ჩამოსცდეს. მისი თქმით, კლების ტენდენციის შემდეგ კი კურსის მატება გარდაუვალია.

ამასთანავე, ბიტკოინის ინვესტორი და მკვლევარი ტურ დემესტერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 6000 აშშ დოლარის ქვემოთ არ ჩამოვა.

“მე მიმაჩნია, რომ ბიტკოინის ფასი 50,000-სა და 100.000 დოლარს შორის იმოძრავებს”,-აღნიშნა ტურ დემესტერმა.

მაისის დასაწყისში გავრცელდა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ბიტკოინს შეეძლო 100.000 დოლარის ფარგლებში ემოძრავა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა გვიან არის. ბიტკოინის ამჟამინდელი პოზიცია ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანია.

მარკ იუსკოს თქმით, მომავალი წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1000%-ით გაიზრდება.

”მე მჯერა, რომ ეს გადასვლა იქნება ყველაზე დიდი სიმდიდრის შექმნის შესაძლებლობა”,-აღნიშნა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი