ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს კრიპტო საზოგადოება პასუხობს

0
998

კრიპტო-საზოგადოება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტს, კრისტინ ლაგარდს, აკრიტიკებს.

ვინაიდან კრიპტო ბაზრები ავლენენ სტაგნაციის ნიშნებს, კრისტინ ლაგარდმა მსოფლიოს თავისი პოზიცია შეახსენა. უნდა აღინიშნოს, რომ ის კრიპტოვალუტის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილია. გარდა ამისა, პრეზიდენტმა კრიპტოვალუტის რეგულირებაზეც ისაუბრა.

ამ კომენტარებზე საპასუხოდ, კრიპტო-საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია. შილა უორენმა, კრიპტო საბჭოს ინოვაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, დაწერა, რომ იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არა გაკვირვებული ამ კომენტარების მოსმენით.

უორენის თქმით, ახალი ციფრული ეკონომიკა იმუშავებს ციფრული ვალუტების კომბინაციით, მათ შორის იქნება კრიპტოვალუტა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული სტაბილკოინიც.

კრიპტო ანალიტიკოსმა ლარკ დევისმა გამოიყენა შესაძლებლობა და გამოეხმაურა ლაგარდის შენიშვნებს. ლარკ დევისმა სოციალურ ქსელში დოლარი და ევრო გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ კრისტინ ლეგარდი ფიქრობს, რომ ციფრული ევრო ტრადიციულ ევროს ვერ შეცვლის.

”ციფრული ევრო შეიძლება იყოს ფულის შემავსებელი და არა მისი შემცვლელი. ევროკავშირში გამოშვებული ნებისმიერი ციფრული ვალუტა ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს”,- აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ქრისტინ ლეგარდმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი