JP Morgan Chase-ს 2020 წლის მეოთხე კვარტლის მოგებაზე საუბრის დროს გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა და მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა, ჯენიფერ პიპსაკმა ვალუტის კონტროლის ოფისის ბოლოდროინდელი განცხადება შეაფასეს.
ვალუტის კონტროლის ოფისის განცხადება სტაბილური მონეტების გადასახადს შეეხებოდა. კომპანიის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმის შესახებ, ექნება თუ არა გავლენა სტაბილკოინებს JPM Coin– ის განვითარებაზე.
საკითხის განხილვაში ასევე ჩაერთო Portales Partners–ის ანალიტიკოსი, ჩარლზ პიბოდი. მისი აზრით, ბანკებმა საზოგადოებრივი Blockchain ქსელები გადახდებისათვის უნდა გამოიყენონ.
”ეს საშუალებას იძლევა სტაბილკოინის შეთავაზება საზოგადოებრივ Blockchain-ზე განხორციელდეს. ასე რომ, ეს გავლენას არ მოახდენს JPM-ის მონეტაზე. ამასთანავე, ის არ გამორიცხავს JPM- ს მიერ მხარდაჭერილი სტაბილკოინის შესაძლებლობის ამოქმედებასაც იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები დაინტერესდებიან. თუმცა ეს ჯერ ძალიან ადრეა. კომპანიამ უნდა შეაფასოს გამოყენების შემთხვევები და მომხმარებელთა მოთხოვნები”,- აღნიშნა ჩარლზ პიბოდიმ.