Tether-ი ფუნტი სტერლინგთან დაკავშირებულ სტაბილკოინს გამოუშვებს

0
797

Tether-ი სტაბილკოინს შექმნის, რომელიც ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე იქნება მიბმული.

მსხვილი stablecoin კომპანია Tether აფართოებს სტაბილკოინის შეთავაზებას ახალი კრიპტოვალუტით, რომელიც დაკავშირებულია ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP).

Tether-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი მომავალი GBP-ზე მიბმული სტაბილკოინი ივლისის დასაწყისში ამოქმედდება.

თავდაპირველად, სტაბილკოინი ეთერიუმის Blockchain-ის მიერ იქნება მხარდაჭერილი.

GBPT იქნება ციფრული ვალუტა, რომელიც დაკავშირებულია GBPT-თან 1:1 თანაფარდობით, რომლის მიზანია უზრუნველყოს აქტივების გადარიცხვის უფრო სწრაფი და იაფი ვარიანტი.

GBPT უერთდება ოთხი სხვა ვალუტაზე მიბმულ Tether (USDT) ტოკენის ოჯახს, მათ შორის ყველაზე დიდ სტაბილკოინს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. სხვა სტაბილკოინებს მიეკუთვნება ევროთი გამაგრებული EURT-ი, ოფშორული ჩინური იუანის – CNHT-ი, ისევე როგორც ახლახან გამოშვებული MXNT-ი, რომელიც მექსიკური პესოთი გამყარებული სტაბილკოინია.

განცხადების თანახმად, GBPT აშენდება Tether USDT-ის დეველოპერების გუნდის მიერ და იმუშავებს Tether.to-ზე.

„Tether-ი მზად არის გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლებთან თანამშრომლობისათვის, რათა ჩვენი მიზანი რეალობად იქცეს”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი