კრიპტო სესხების პლატფორმა Cred-ი Visa-ს ქსელს შეურთდა

0
1519

კრიპტო სესხების პლატფორმა Cred-ი Visa’s Fintech Fast Track-ის პროგრამას შეუერთდა.

ეს არის პროგრამა, რომელიც დამწყებ კომპანიებს ეხმარება გამოიყენონ Visa-ს ქსელი, რათა გადახდის პროცედურა გამარტივდეს.

კრიპტოვალუტით სესხის გაცემა ცოტა ხნის წინ პოპულარული გახდა ეთერიუმზე დაფუძნებული საკრედიტო პლატფორმის Compound–ის ამოქმედებით.

უნდა აღინიშნოს, რომ Visa ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს.

ჯერ კიდევ შარშან Visa-მ Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული საიდენთიფიკაციო სისტემა მიმოქცევაში გაუშვა.

სისტემა, რომელსაც აქვს Visa B2B Connect-ი, უზრუნველყოფილია Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული იდენტურობით. პრეს-რელიზის თანახმად, მსგავსი სისტემა ფინანსური ინსტიტუტებისთვის არის გათვლილი, რათა მსხვილი ტრანზაქციები უსაფრთხოდ განხორციელდეს.

Visa-ს ბიზნეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო ხელმძღვანელი კევინ ფალენი ვარაუდობდა, რომ სისტემა თაღლითობის შემთხვევებს შეამცირებდა.

“B2B Connect-ის ციფრული იდენტურობა მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელიც სხვაგვარად შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, საბანკო გადარიცხვებით”,- განაცხადა კევინ ფალენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი