ანალიტიკოსები: Tesla-ს მიერ ბიტკოინის გაყიდვა სტრატეგიის ნაწილია

0
798

კრიპტო ინდუსტრიის ექსპერტები დიდწილად არ აკრიტიკებენ Tesla-ს გადაწყვეტილებას გაყიდოს ბიტკოინის 75%. ანალიტიკოსების აზრით, ეს არის საკმაოდ ტიპური სტრატეგია კომპანიებისთვის ფულადი სახსრების გასაუმჯობესებლად ეკონომიკური შენელების დროს.

Tesla-მ განაცხადა, რომ მან გაყიდა თავისი ბიტკოინის საკუთრების 75%, მეორე კვარტალური ვაჭრობის დროს, რითიც კომპანიის ბიუჯეტს 936 მილიონი ნაღდი ფული დაამატეს.

ერთ-ერთ ონლაინ კონფერენციაზე, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, აღნიშნა, რომ გაყიდვა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც განაჩენი.

მან განმარტა, რომ ეს ნაბიჯი განპირობებული იყო ლიკვიდურობის შემცირებით, რისი მიზეზიც ჩინეთში COVID-19 პანდემიის ხელმეორე აფეთქება გახდა. ამის გამო მრავალი დიდი კომპანია იღებს ეკონომიკურ ზომებს და ტრადიციული ვალუტის დაგროვებას ცდილობს.

ეს, რასაკვირველია, მხოლოდ კრიპტო კომპანიებს არ ეხება.

”მიზეზი, რის გამოც გავყიდეთ ჩვენი ბიტკოინის ჰოლდინგი, იყო ის, რომ გაურკვეველი ვიყავით, როდის შემსუბუქდებოდა Covid-ის ჩაკეტვა ჩინეთში. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფულადი პოზიციის მაქსიმალურად გაზრდა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მომავალში გავზარდოთ ბიტკოინის მფლობელობა”,- განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი