დიდი ბრიტანეთის პოლიცია კრიპტო დანაშაულების გამოძიებისთვის მზად არის

0
738

გაერთიანებული სამეფოს პოლიციის უფროსის ეროვნული საბჭოს (NPCC) დეტექტივის მთავარმა ზედამხედველმა ენდი გოლდმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა პოლიციას ჰყავს ოფიცრები, რომლებიც გაწვრთნილი არიან კრიპტოვალუტების აღსრულებასა და დაყადაღებასთან დაკავშირებული გამოძიებებისთვის.

საპარლამენტო დებატებში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური დანაშაულისა და კორპორაციული გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ გაიმართა, გოლდმა განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიციას აქვს შესაძლებლობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულები განიხილოს და გამოიძიოს.

თუმცა მათ ამის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ.

მან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა 100 მილიონი ფუნტი, დაახლოებით 116 მილიონი აშშ დოლარი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ტაქტიკური მრჩევლების შესაქმნელად.

გოლდის განცხადებით, მათ ქვეყნის მასშტაბით გადაამზადეს პოლიციელები, ყოველ განყოფილებას ახლა ჰყავს მინიმუმ ერთი პოლიცილი, რომელსაც კრიპტო დანაშაულის ამოცნობა და გამოძიება შეუძლია. მათ ასევე დაამატეს ეროვნული ბანკის მონაცმეები საკუთარ სისტემაში, რათა უფრო მეტად იყოს ხელმისაწვდომი გამოძიება, რომელსაც სამინისტროებს შორის არსებული ბიუროკრატიული საფეხურები აბრკოლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი