აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) ხუთი წარმომადგენლიდან ერთ-ერთმა, კრისტიან ჯონსონმა, განაცხადა, რომ CME ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც კრიპტო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ გუნდს შეუერთდება.
კრისტიან ჯონსონის განცხდების თანახმად, პირველი ივნისიდან CFTC-ში ბრიუს ფეკრატი მთავარი მრჩეველის როლს შეასრულებს. ადრე ის კრიპტოვალუტის საცნობარო განაკვეთებს არეგულირებდა და ეხმარებოდა ფინანსური პროდუქტების განვითარებას.
ყოფილმა კომისარმა Dawn Stump-მა ადრე მედიას განუცხადა, რომ CFTC-ი არ დაარეგულირებდა კრიპტოვალუტებს, მაშინაც კი, თუ ის „საქონელის“ სტატუსს შეიძენდა.
მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტაში გამოცდილების მქონე პერსონალმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ციფრული ვალუტის რეგულირებაზე შეერთებულ შტატებში.
ამჟამად, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია, ფედერალური სარეზერვო, სახაზინო დეპარტამენტი, CFTC-ი და ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი ამუშავებენ საკითხებს, რომლებიც ეხება შეერთებულ შტატებში ციფრულ ვალუტებს, მათ შორის რეგულირებასა და აღსრულებას.
თუმცა, თითოეულ სააგენტოს ხშირად აქვს განსხვავებული იურისდიქციული პრეტენზიები, რაც მარეგულირებელ მიდგომას ბუნდოვანს ხდის.