Binance-ი თურქეთში ყალბი ბილბორდის რეკლამების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

0
835

Binance TR-მა, Binance-ის კრიპტობირჟის თურქულმა ფილიალმა, გააფრთხილა ინვესტორები რეგიონში მიმდინარე თაღლითობის მცდელობის შესახებ, რომელიც ინვესტორებს ყალბი Binance-ის ბრენდირებული ბილბორდებით იზიდავს.

თურქეთში კრიპტო ინვესტორები Binance-ის მთლიანი ტრაფიკის 7%-ზე მეტს შეადგენენ, რაც Similarweb-ის მონაცემებით დასტურდება.

ქვეყანაში Binance-ის პოპულარობის ზრდის პარალელურად, თაღლითები ცდილობენ მაქსიმალურად იხეირონ ამით. ამჯერად, მათ უამრავი ბილბორდი იქირავეს, სადაც ყალბი რეკლამებია განთავსებული Binance-ის ბრენდის სახელის ქვეშ.

იმ ინვესტორებს, რომლებსაც ამ თაღლითურ სქემაზე ინფორმაცია არ აქვთ, ბილბორდებზე განთავსებულ ნომრებს სიხარულით უკავშირდებიან, რათა ციფრული სერვისები მიიღონ.

ამ შემთხვევაში თაღლითები მათ ახალი კრიპტო ანგარიშების გახსნას სთავაზობენ, ან უკვე არსებული მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ Binance-მა თავისი პირველი 24/7 მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი თურქეთში უკვე გახსნა. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია და პროაქტიული ჩარევა თაღლითური ქმედებების შესამცირებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი