ნიუ-იორკის შტატმა შესაძლოა, საკუთარი ციფრული ვალუტა გამოუშვას

0
1901

ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენმა Facebook-ზე დაწერა, რომ შტატი მუშაობს იმაზე, რომ ჰქონდეს თავისი ციფრული ვალუტა. კლოდ ვანელმა, რომელიც არის შტატის კონგრესმენი და ამასთანავე, ახალი ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, განაცხადა, რომ ნიუ-იორკი პირველი შტატი იქნება აშშ-ში, რომელმაც საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნა დაისახა მიზნად.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგულიაციის სისტემის შესწავლა, რათა მომავალში ლეგიტიმურად იქნეს განსაზღვრული ციფრული ვალუტის სტატუსი.

უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში, საკანონმდებლო ორგანოს ბანკების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რათა შექმნილიყო ციფრული ვალუტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი კი უნდა დაკომპლექტებულიყო სენატის მიერ არჩეული ტენოლოგიების სპეცილისტებისგან, ინვესტორებისგან, მომხმარებლებისგან და კრიპტო და Blockchain კომპანიებისგან.

სამუშაო ჯგუფმა ანგარიში კი 2020 წლის 15 დეკემბრს უნდა წარადგინოს.

ამასთანავე, ანგარიშში საუბარი უნდა შეეხებოდეს ციფრული ვალუტებისა და Blockchain-ის განვითარებასთან დაკავშირებული რეგულაციების ზეგავლენას, ასევე კრიპტოვალუტის ადგილობრივ საგადასახადო შემოსავლებზე გავლენას და ციფრული სავალუტო ბაზრის გამჭვირვალობას.

ინიციატივაზე თავისი შეხედულება გაამჟღავნა ნიუ-იორკში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორმა ჯული სამუელსმა. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია, ეჭვგარეშეა, დიდ გავლენას ახდენს ფინანსებსა და ბევრ სხვა ინდუსტრიაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კონგრესმენმა კლოდ ვანელმა კი განაცხადა: “ნიუ-იორკი ლიდერობს ქვეყნის ფინანსებში. ჩვენ ასევე ვემხრობით სათანადო რეგულაციას. ექსპერტთა ამოცანაა ბალანსის დაცვა Blockchain ინდუსტრიასა და კრიპტოვალუტის ეკონომიკურ გარემოს შორის. ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია ნიუ-იორკელი ინვესტორებისა და მომხმარებლების დაცვაც”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი