ინდოეთისთვის კრიპტო სექტორის რეგულირება პრიორიტეტია

0
997

ინდოეთში კრიპტოვალუტის რეგულირება 8 დაგეგმილი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა განაცხადა, რომ მას სურს აჩვენოს, რომ ქვეყანა სწრაფად მიიწევს წინ ფინანსური ციფრული ტექნოლოგიები კუთხით.

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კვლევის ინდოეთის საბჭოში გამოსვლისას, სითჰარამანმა განაცხადა, რომ ინდოეთის მოსახლეობა ციფრულ ტექნოლოგიას ბუნებრივად და იოლად ითვისებს. ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ კრიპტო ვალუტების რეგულირება სავარაუდოდ იქნება ინდოეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი G20-ის ხელმძღვანელობაში, მაგრამ საჭიროებს სხვა წევრების მხარდაჭერასაც.

სითჰარამანის თქმით, ინდოეთს სჭირდება ისეთ ორგანიზაციებთან მუშაობა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ფინანსური სტაბილურობის საბჭო და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რათა კრიპტოვალუტის რეგულირება სხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე უზრუნველყოს. სავარაუდოდ, ინდოეთი G20-ის პრეზიდენტი ქვეყნის პოსტს დეკმებრის მეორე ნახევრიდან დაიკავებს.

ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სექტორის რეგულირება ინდოეთის ეროვნულ ინტერესებშია იმის გამო, რომ ციფრულ ვალუტას ხშირად უკანონო საქმიანობისთვის იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი