ფინანსურ დანაშაულში კრიპტოვალუტის გამოყენების თავიდან არიდების საერთაშორისო სტანდარტები იქმნება

0
1828

ფინანსური საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ იგეგმება კრიპტოვალუტის ფულის გათეთრების ოპერაციებში გამოყენების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს.

სააგენტოს პრეზიდენტმა მარშალ ბაილინგსლიმ განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს რიგი სტანდარტები ოქტომბრის თვეში უკვე შემუშავებული იქნება და გამოსწორებული იქნება ფულის გათეთრების ბრძოლასთან აქამდე არსებული ხარვეზები.

საერთაშორისო ორგანიაცია განიხილავს იმასაც, თუ რა სტანდარტები უნდა იქნეს შემუშავებული ციფრული ვალუტისთვის. უნდა გადაიხედოს შეფასების მეთოდებიც და ისიც, თუ როგორ განახორციელებენ ქვეყნები შემოთავაზებულ სტანდარტებს.

სააგენტოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არა ერთი ფორმით.

როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტანდარტები ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან საჭიროა სტადრატების მორგება, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

მიუხედავად ამ ტიპის აქტივთან დაკავშირებული რისკებისა, მარშალ ბაილინგსლიმ აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა, როგორც აქტივების კლასი, წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი