Binance-ი ჩინური ეროვნული ვალუტით ვაჭრობას შეწყვეტს

0
1008

ციფრული ვალუტის ბირჟამ, Binance-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია 31 დეკემბერს ჩინურ იუანს (CNY) სავაჭრო პლატფორმიდან ამოიღებს.

იუანის სავაჭრო წყვილების შეწყვეტის პარალელურად, Binance-ი გააგრძელებს თავის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვას კონტინენტური ჩინეთიდან. ამასთანავე, ახალ ზომებს მიიღებს იმ ანგარიშებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონთან.

Binance-ი მხოლოდ გატანის რეჟიმში იმუშავებს. ბირჟამ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია 2017 წელს გავიდა ჩინეთის კონტინენტური ბაზრიდან და მას შემდეგ რეგიონში სავაჭრო ბიზნესით არ არის დაკავებული.

თუმცა 2017 წელს ჩინეთის ბაზრიდან გასვლის მიუხედავად, Binance-მა ჯერ კიდევ არ შეაჩერა ვაჭრობა ჩინეთის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პლატფორმიდან.

”Binance– ს არ აქვს აქტიური სავაჭრო ოპერაციები ჩინეთში. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მობილური ტელეფონის რეგისტრაცია დაბლოკილია და Binance-ის აპლიკაციის გადმოწერა ჩინეთის ტერიტორიაზე და მის აიპი მისამართებზე არ არის შესაძლებელი”,- აღნიშნულია კრიპტოვალუტის ბირჟის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი