ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულირების ხარვეზებს იკვლევს

0
1115

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულირების ხარვეზებს იკვლევს.

როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები კრიპტოვალუტის რეგულაციების ხარვეზებს ბაზარზე არასტაბილურობის უკანასკნელი შეტევის შემდეგ იკვლევენ. ადმინისტრაციიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი რეგულაციები შესაძლოა, მალე დაინერგოს.

განსაკუთრებული ყურადღებით ადმინისტრაცია უსაფრთხოების ნორმებს განიხილავს. უფრო კონკრეტულად კი იკვლევს იმას, თუ რამდენადაა კრიპტოვალუტა ტერორისტების დაფინანსებაში ჩართული. ასევე კვლევის საგანია საცალო ინვესტორების უსაფრთხოება ფასების რყევის დროს.

გასულ კვირას ბიტკოინის კურსის ხანმოკლე ვარდნამ გაყიდვების პანიკური ტალღა გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ბაზრებმა მხოლოდ ათი დღის განმავლობაში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.

ციფრული ვალუტების ბაზარი აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე თითქმის განახევრდა. შეერთებული შტატების ხაზინის ახალი წინადადება კრიპტოვალუტის მფლობელებისგან მოითხოვს, რომ 10,000 დოლარზე მეტი თანხის გადარიცხვა შიდა შემოსავლების სააგენტოს შეატყობინოს.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ს მარეგულირებლები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვას ითხოვდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი