Crypto Valley Venture Capital-ი Blockchain სტარტაპების დაფინანსებას იწყება

0
1633

შვეიცარიაში დაფუძნებული კონსორციუმი Crypto Valley Venture Capital-ი 100 მილიონი დოლარის ღირებულების Blockchain ტექნოლოგიის ცენტრს გახსნის.

ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარული მედია ავრცელებს.

Crypto Valley Venture Capital-ი იწყებს გრანდიოზული გეგმის განხორციელებას. კერძოს, შვეიცარიის ქალაქ ცუგში აარსებს ჰაბს, რომლის მიზანი იქნება Blockchain სტარტაპებისთვის ხელის შეწყობა და შემდგომი განვითარება.

პირველი ეტაპისთვის ცენტრი 20 სტარტაპს დაეხმარება თავისი ბიზნეს გეგმის განხორციელებაში. თუმცა საბოლოო ჯამში 60 ახალი კომპანიის დაფინანსებაც იგეგმება.

ინიციატივის ფარგლებში, თავდაპირველად სამთვიანი პროგრამა მუშავდება, რომლის ღირებულებაც 125.000 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წარმატებულად განხორციელებული პროექტები მომდევნო ეტაზე მიიღებს კიდევ უფრო მეტ დაფინანსებას.

გარდა ამისა, საწყის ეტაპზე სტარტაპები უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ტექნოლოგიით.

შეგახსენებთ, რომ Crypto Valley Association-ი 2017 წლის მარტში შვეიცარიაში, ქალაქ ცუგში დაფუძნდა, როგორც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კონსორციუმი. კონსორციუმის მიზანია ხელი შეუწყოს Blockchain ტექნოლოგიას და ამასთანავე, განავითაროს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნეს პროექტები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი