ჩინეთის ცენტრალური ბანკის კრიპტოვალუტა ნოემბერში არ გამოვა

0
1519

Global Times-ი ირწმუნება, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ნოემბრის თვეში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის წამოწყების გეგმის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

Global Times არის ჩინეთის ეროვნული ინგლისურენოვანი ტაბლოიდი. ამასთანავე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური გაზეთი. მისი მთავარი რედაქტორი, ჰუ ქსიჯინი აღიქმება ჩინეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირების მქონე პერსონად.

რამდენიმე დღის წინ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გაზეთი ამტკიცებდა, რომ ნოემბერში ციფრული ვალუტა არ გამოვა.

”ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა არ დაადასტურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, რომელიც უახლოეს თვეებში კრიპტოვალუტის შექმნას ეხებოდა. ამ განცხადებას ბანკმა “არაზუსტი სპეკულაცია” უწოდა”,- ნათქვამია გაზეთის Twitter-ის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ ცნობებისა, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა რამდენიმე ორგანიზაციას უკვე გადაეცა.

როგორც ცნობილია, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პირველი ბენეფიციარები არიან Alibaba, Tencent-ი, ჩინეთის სამშენებლო ბანკი, ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი, ჩინეთის ბანკი, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი და ჩინეთის საბანკო ასოციაცია Union Pay.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი